კოდის წერის სწავლა ყველგან შეგიძლიათ; სტუდენტები პროგრამირების ინსტიტუტში მოდიან საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. შეუერთდით კარიერის შეცვლის მსურველთა ჩვენს ენერგიულ საზოგადოებას და დაეუფლეთ პროგრამისტისთვის საჭირო უნარებს.
ჩვენი სასწავლო ბანაკის გახსნით სამი ძირითადი მიზნის მიღწევა გვსურს:
1. დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ინტენსიური და ხარისხიანი ტრენინგი კოდის წერაში
2. დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საქართველოში ახალი კარიერის დაწყება
3. ჩამოვაყალიბოთ ლიდერთა და იმ ადამიანების საზოგადოება, რომლებსაც აქვთ მზარდ სტარტაპ- ეკოსისტემაში წარმატების მიღწევისთვის საჭირო მენტალობა.
ჩვენი სტუდენტები არიან 20+ სხვადასხვა ქყვენიდან და მათ ყველას ერთი კონკრეტული რამ აერთიანებთ: საკუთარის თავის წინ წაწევის მოტივაცია და სურვილი.
მათთვის საჭირო უნარების განვითარებით, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ სტუდენტებს, წელიწადზე ნაკლებ დროში გახდნენ პროგრამისტები ან დასაქმდნენ ტექნოლოგიების სფეროში.
ჩვენი სტუდენტები აკეთებენ დროის და ფინანსების ინვესტიციას საკუთარი კარიერის ცვლილებაში. ისინი ჯერ ამ გზის დასაწყისში არიან. ამიტომ ჩვენ კურსდამთავრებულებთან და სტუდენტებთან მუშაობას და მათ ტრენინგს ყოველდღიურად ვუთმობთ დროს.
Developers Institute-ს ეამაყება რომ ის ლიცენზირებულია შრომის სამინისტროს მიერ ისრაელში.
პროგრამირების ინსტიტუტის მისია არის დაეხმაროს ადამიანებს კარგი სამსახურის შოვნისათვის საჭირო უნარების განვითარებაში.
პროგრამირების ინსტიტუტი არის კოდირების სელექციური & ინტენსიური სასწავლო ბანაკი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ახალი, ნიჭიერი თაობის განათლებას. ჩვენ გთავაზობთ ვებ-დეველოპმენტის უახლეს კურსებს, ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებთან მუშაობას, რაც სულ 3 თვეში დამწყებიდან სრულფასოვანი მუშაობისათვის მზადმყოფ სპეციალისტად გაქცევთ.
ჩვენი ინსტრუქტორები წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფის წამყვან ინჟინრებს. მათ ყოველდღიურად მოაქვთ საკლასო ოთახში თავიანთი სიღრმისეული საველე გამოცდილება და სამსახურში წარმატების მიღწევის შესახებ ფასდაუდებელი ცოდნა.